თეგი: საბჭოთა ძეგლები

ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო

ესტონეთში, ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის Т-34-ის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქებში ნარვასა და ნარვა-იესუში საჯარო სივრციდან აიღოს არა მხოლოდ ტანკი, არამედ დანარჩენი საბჭოთა ძეგლების დემონტაჟიც განახორციელოს.   საბჭოთა ტანკი, საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო ესტონეთში, ქალაქ ნარვაში იდგა, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) ეთნიკური რუსია, ხოლო დაახლოებით 36%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.  

ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს

ესტონეთის მთავრობამ 10 ნოემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი უნდა მოხდეს.  ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. „შესწორებები ქმნის რეგულაციებს საჯარო სივრცეებიდან უვარგისი ნაგებობების, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა სამხედრო ძეგლების  გატანის შესახებ. აქამდე, აკრძალული სიმბოლოებით ძეგლების დემონტაჟისას უნდა ემოქმედა კანონს ზოგადი წესებისა და პენიტენციური ნორმების საფუძველზე. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს შესაბამისი დებულებები განხორციელდება სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ აქტებში“, - ციტირებს ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს ინტერნეტ საინფორმაციო პორტალ delfi.ee-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.   

ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო

ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა, ანტაკალნისის სასაფლაოზე საბჭოთა ძეგლების დემონტაჟზე მუშაობა დაიწყო. ამ ძეგლების დემონტაჟი, მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიბლოკა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ამის მიუხედავად საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი მაინც დაიწყო. ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა განაცხადა, რომ სამუშაოები სავარაუდოდ სამ კვირას გაგრძელდება. ლატვიაში, „რიგის გამათავისუფლებელთა“ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს ლიეტუვის იუსტიციის სამინისტრო და მერია აცხადებენ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეცდომაში შეიყვანეს იმ არგუმენტებით, რომ ძეგლი შეილახება, ხოლო ნაშთებს, რომლებიც იქვეა, ხელახლა დაკრძალავენ. ვილნიუსის მუნიციპალიტეტი პირობას დებს, რომ დემონტაჟის შემდეგ ძეგლები, ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.   

ვილნიუსის ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებების დემონტაჟი დასრულდა

ვილნიუსში, ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახულებით, ნაცრისფერი გრანიტის ექვსი ფიგურული სტელას დემონტაჟი დასრულდა. ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ამის შესახებ ვილნიუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაბრიელიუს გრუბინსკასმა განაცხადა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარის მიუხედავად, ქანდაკებების დემონტაჟი 6 დეკემბერს დაიწყო.  ვილნიუსის მერმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, რომ გაეროს კომიტეტმა სთხოვა არ გაენადგურებინათ საფლავები, არ დაეშალათ საფლავის ქვები და არ გაენადგურებინათ მემკვიდრეობა. მისი თქმით, ეს არ ხდება და ქანდაკებების დემონტაჟი კანონის ფარგლებში განხორციელდა. ვილნიუსის ხელისუფლებამ თითქმის 60 000 ევრო დახარჯა სკულპტურების გადასატანად - აღნიშნავს BNS. საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური ანსამბლი, ანტაკალნისკის სასაფლაოზე 1951 წელს შეიქმნა. აქ სამი ათასი საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული. 1984 წელს მემორიალური ანსამბლის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახული ექვსი სტელი გამოჩნდა. ეს საბჭოთა ჯარისკაცების ყველაზე დიდი მემორიალია ლიეტუვაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო. აგვისტოში რიგაში, დაანგრიეს ჯარისკაც-განმათავისუფლებელთა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც მრავალი წელი განიხილებოდა.    

ესტონეთი, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის თითქმის მილიონ ევროს დახარჯავს

ესტონეთის მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სამხედრო ძეგლების დემონტაჟისთვის, დაახლოებით ერთი მილიონი ევრო გამოყო.    ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ორი კვირის წინ მთავრობამ ძეგლების დემონტაჟის სამუშაო ჯგუფის ხარჯების დასაფარად 60 000 ევრო გამოყო. ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს დაფინანსება მოიცავდა ნეიტრალური საფლავის ქვის შექმნას, ქვესამუშაო ჯგუფის წევრების ანაზღაურებას, სამუშაო ჯგუფისა და ქვესამუშაო ჯგუფების საქმიანობის შენარჩუნებას და ნარვაში ძეგლების დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიის განახლებას. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს